საქართველოს ეროვნულ ლიგაში საჩემპიონო ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპზეა.
Football Meets Data-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზით, ტიტულის მოგების მთავარი ფავორიტი იბერია 1999-ია, რომლის შანსიც 51%-ით ფასდება.
33-ე ტურის შემდეგ იბერია ბათუმის დინამოს ერთი ქულით უსწრებს, თუმცა კონკურენტზე ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. გუნდები ერთმანეთს 1 დეკემბერს შეხვდებიან - თბილისელები ბათუმელებს უმასპინძლებენ.
მოდელი ჩემპიონობის შანსებს ასე ანაწილებს:
- იბერია 1999 - 51%;
- დინამო ბათუმი - 32%;
- დინამო თბილისი - 17%;
- რუსთავი - 0.2%.
წინ 36-ტურიანი ჩემპიონატის დასკვნითი მონაკვეთია, უშუალო კონკურენტების დაპირისპირებამ კი შესაძლოა ტიტულის ბედი მნიშვნელოვნად განსაზღვროს.