მსოფლიო ფეხბურთის მთავარ კულუარებში მასშტაბური აჯანყება მიმდინარეობს.
ფიფას პრეზიდენტზე, ჯანი ინფანტინოზე ზეწოლა პიკს აღწევს და ორგანიზაციის მაღალჩინოსნები მის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ.
მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიელმა მსოფლიო ჩემპიონატის წილის გაყიდვის სკანდალური პროექტი უკან გაიწვია, ეს სიტუაციის განსამუხტად საკმარისი არ აღმოჩნდა. ბრიტანელი ჟურნალისტის, ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, უეფა და კონკაკაფი მზად არიან, ინფანტინოს წერილობითი მხარდაჭერა სრულად გაუუქმონ.
ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი ახლა ინფანტინოს გადადგომას ითხოვს, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ პოსტის დატოვებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას უნდობლობის ვოტუმი ელოდება.
სკანდალური გეგმის გამო პრეზიდენტს უკვე გაემიჯნენ უახლოესი თანამშრომლები. პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა მისმა მთავარმა მრჩეველმა კარლოს კორდეირომ, ხოლო ფიფას ოპერაციულმა დირექტორმა, კევინ ლამურმა პროექტი მწვავედ გააკრიტიკა.
ამ ეტაპზე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მზად არის, ინფანტინო თანამდებობიდან საბოლოოდ ჩამოაშოროს, ხოლო კონკაკაფი საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტობის საკითხის სრულ გადახედვას ითხოვს.