ევროპულმა გუნდებმა, შესაძლოა, კლუბების მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადონ - მიზეზი ჯანი ინფანტინოს ირგვლივ ატეხილი სკანდალია.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა ფიფას გეგმების შესახებ ახალი კომერციული სტრუქტურის (FIFA Forward Enterprise) შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც ტურნირის უფლებები უნდა გაეყიდა.
მოგვიანებით, საფეხბურთო კონფედერაციების კრიტიკისა და უეფას წევრი ქვეყნების მხრიდან ბოიკოტის მუქარის ფონზე, ინფანტინომ ამ იდეაზე უარი თქვა.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ცნობით, უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი და ევროპული კლუბების ასოციაციის (EFC) ხელმძღვანელი ნასერ ალ-ხელაიფი არსებულ სიტუაციას 12 აგვისტოს, პსჟ-სა და ასტონ ვილას შორის გასამართ ევროპის სუპერთასის მატჩზე განიხილავენ. ყატარელი ფუნქციონერი, ამავდროულად, პარიზული კლუბის პრეზიდენტიცაა.
ჩეფერინს სურს, რომ EFC-მ და მის შემადგენლობაში შემავალმა გუნდებმა 2029 წლის კლუბების მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადონ, თუ ინფანტინო თანამდებობას არ დატოვებს.
თუმცა, ამისთვის ორგანიზაციის წევრი 850-ზე მეტი კლუბის მხარდაჭერა იქნება საჭირო.