• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რა ულტიმატუმი წაუყენა უეფამ ჯანი ინფანტინოს?
ფეხბურთიფეხბურთი

რა ულტიმატუმი წაუყენა უეფამ ჯანი ინფანტინოს?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჯანი ინფანტინოს უეფამ ულტიმატუმი წაუყენა: გადადგეს ან ფიფას პრეზიდენტის პოსტიდან მისი გადაყენების მიზნით უნდობლობის საგანგებო კენჭისყრას შეეჯახოს.


გავრცელებული ინფორმაციით, თუ ინფანტინო თანამდებობას ნებაყოფლობით არ დატოვებს, უეფას ყველა 55 წევრი ასოციაცია მხარს დაუჭერს მის გადაყენებას. ასეთი კენჭისყრის დასაწყებად კი უეფას მხოლოდ 43 წევრი ასოციაციის მხარდაჭერაც საკმარისია.


ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ შაბათს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ინფანტინოს მიმართ ნდობა დაკარგა და ხელმძღვანელობის შეცვლა მოითხოვა, მას შემდეგ რაც ფიფას პრეზიდენტი იძულებული გახდა უარი ეთქვა 15 მილიარდი ფუნტის პროექტზე, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის კომერციული უფლებების ნაწილის გაყიდვას ითვალისწინებდა.


უეფას განცხადებას წინ უძღოდა პროექტის მიმართ ფართომასშტაბიანი წინააღმდეგობა და თავად ფიფაში დაწყებული აჯანყება, რომელსაც თანამშრომლები შიდა წრეებში „მოკალით მონსტრი“ (Kill the Monster) სახელით მოიხსენიებენ.


ფიფას ხელმძღვანელობის შეცვლის მოთხოვნით გავრცელებულ განცხადებაში უეფა წერს:


„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება: საიდუმლო სქემებით, დაჩქარებული ვადებით, უცნობი ადამიანების მიერ შექმნილი და ფეხბურთისთვის საეჭვო სარგებლის მქონე პროექტებით. აუცილებელია გამოვავლინოთ პასუხისმგებელი პირები და პასუხი მოვთხოვოთ მათ.


სწორია, რომ უახლოეს დღეებსა და კვირებში უეფა იმუშავებს თავის წევრ ასოციაციებთან და სხვა კონფედერაციებთან ერთად, რათა გაირკვეს, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და შემუშავდეს გეგმა, რომელიც მსგავს შემთხვევებს მომავალში გამორიცხავს. ეს განხილვა უნდა იყოს საფუძვლიანი და ფუნდამენტური. არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს.


ფიფას ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ნდობა დაკარგა არა მხოლოდ უეფაში, არამედ მსოფლიო ფეხბურთის მრავალი სხვა წარმომადგენლის თვალშიც.


როდესაც ჯანი ინფანტინომ 2016 წელს ფიფას პრეზიდენტობისთვის წევრი ასოციაციების ნდობა და ხმები მოითხოვა, თქვა: „რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ გამჭვირვალეები. ბოლო 15 წელი სწორედ ასე ვმუშაობდი უეფაში. თქვენ ყოველდღიურად უნდა იყოთ ფიფას ცხოვრების ნაწილი.“ შემდეგ კი დაამატა: „ფიფას ფული თქვენი ფულია. ეს არ არის ფიფას პრეზიდენტის ფული. ეს თქვენი ფულია. თქვენ ეროვნული ასოციაციები ხართ და ფიფას თანხები ფეხბურთის განვითარებას უნდა ემსახურებოდეს და არა სხვა რამეს.“


ორივე ამ დაპირებაში მან მარცხი განიცადა. კულისებში მომზადებული, გაუმჭვირვალე შეთანხმება, რომლის ძალით გატანასაც ცდილობდა, გამჭვირვალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა.


ამასთან, ფიფას რეზერვებში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ინახება და მან ვერ უზრუნველყო, რომ ეს თანხა ასოციაციებისა და თავად ფეხბურთის სასარგებლოდ გამოყენებულიყო.


უეფა დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან მთელ მსოფლიოში, რათა არსებული FIFA Forward პროგრამის ფარგლებში რესურსების განაწილების ახალი მოდელი შეიმუშაოს.


დროა, ფიფას საბანკო ანგარიშებზე უმოქმედოდ არსებული თანხის ნაწილი მოხმარდეს მსოფლიოს 211 ქვეყანაში საბაზისო ფეხბურთისა და მთლიანად ფეხბურთის განვითარებას. ამისთვის კი არ არის საჭირო მსოფლიო ფეხბურთის „ოჯახური ვერცხლის“ გაყიდვა.


ეს გამარჯვებაა მთელი ფეხბურთისთვის. თუმცა ისტორია აქ არ უნდა დასრულდეს. ეს წინადადება შეჩერდა, მაგრამ ფიფის მიმართ ნდობის აღდგენის პროცესი ახლა მხოლოდ იწყება.“

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჯანი ინფანტინო
ფიფა
უეფა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მსოფლიო ჩემპიონატი ევროპული ნაკრებების გარეშე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი ევროპული ნაკრებების გარეშე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-ს თანამშრომელმა ინფანტინო ტყუილში ამხილა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-ს თანამშრომელმა ინფანტინო ტყუილში ამხილა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ყველა მოსაზრებას ყურადღებით მოვუსმინეთ" - ინფანტინოს განცხადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ყველა მოსაზრებას ყურადღებით მოვუსმინეთ" - ინფანტინოს განცხადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის გარეშე: რა მოხდებოდა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის გარეშე: რა მოხდებოდა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

30 ივლ, 2026

მსოფლიო ჩემპიონატი ევროპული ნაკრებების გარეშე?

News image

20 სთ წინ

FIFA-ს თანამშრომელმა ინფანტინო ტყუილში ამხილა

News image

7 სთ წინ

,,ყველა მოსაზრებას ყურადღებით მოვუსმინეთ" - ინფანტინოს განცხადება

News image

6 სთ წინ

მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის გარეშე: რა მოხდებოდა?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება