ვინისიუს ჟუნიორმა ნაკრებში ნეიმარის ემოციურ დაბრუნებაზე ისაუბრა და სანტოსის შემტევს გუნდის ნამდვილი შთაგონება უწოდა.
მადრიდის რეალის ვარსკვლავმა გაამჟღავნა, თუ რამდენი რამ გადაიტანა მისმა თანაგუნდელმა ტრავმებისა და უთამაშებლობის პერიოდში, სანამ კარლო ანჩელოტი მას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანდა:
ყოველი გამოძახებისას ვესაუბრებოდი და მავალებდა: ანჩელოტიმ ისევ არ დამიძახა, ძალიან მოწყენილი ვარო. მე კი ვამბობდი, რომ მწვრთნელი მას ენდობოდა და დრო როცა მოვიდოდა, აუცილებლად წაიყვანდა. ნეიმარი ჩვენი კერპია, კარიერის დასაწყისიდანვე ვადევნებ თვალს. ამდენი ტრავმისა და ტანჯვის შემდეგ, მიხარია, რომ მას ბოლო შანსი ეძლევა
მედიაში ნეიმარის ფიზიკური კონდიციების შესახებ ეჭვები მაინც არსებობს, განსაკუთრებით ბოლო დროს მიღებული წვივის ტრავმის გამო, თუმცა 34 წლის ფეხბურთელი პრობლემებს უარყოფს.
ვინისიუსმა გასახდელში არსებულ ატმოსფეროზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 19 წლის ენდრიკი მუნდიალის მიღმა დარჩენას ძალიან ნერვიულობდა:
სულ თან დამდევდა და მეკითხებოდა, წავიდოდა თუ არა მსოფლიოზე. ვამშვიდებდი, რომ აუცილებლად ჩვენთან ერთად იქნებოდა. ის ძალიან ახალგაზრდაა და 19 წლის ასაკში პირველ მუნდიალზე თამაში ყველას ხვედრი არ არის.
ბრაზილიის ნაკრები ტურნირის წინ ბოლო ამხანაგურ მატჩებს პანამასა და ეგვიპტესთან გამართავს, 13 ივნისს კი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში მაროკოს დაუპირისპირდება.