კილიან მბაპე ზედიზედ მეორედ დასახელდა მადრიდის რეალის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად.
ფრანგმა თავდამსხმელმა ლა ლიგაში 25 გოლით ბომბარდირის ტიტული შეინარჩუნა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 15 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, მან სეზონში 42 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა მისი პირადი მიღწევები სანტიაგო ბერნაბეუზე შექმნილმა მძიმე ატმოსფერომ გადაფარა.
მიუხედავად მბაპეს შედეგიანობისა, რეალმა ზედიზედ მეორე სეზონი დაასრულა ყოველგვარი ტიტულის გარეშე, რამაც გულშემატკივრების დიდი პროტესტი გამოიწვია.
რეალ ოვიედოსთან მატჩის დროს ფანებმა ვინისიუს ჟუნიორსა და ორელიენ ჩუამენის სტვენა დაუწყეს, ტრიბუნებზე კი პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის კრიტიკული ბანერები გამოჩნდა.
კლუბში არსებულ კრიზისს სამწვრთნელო შტაბში არსებული ქაოსიც ამწვავებს - ბოლო ორ წელიწადში გუნდმა სამი მწვრთნელი გამოიცვალა. მბაპე ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე გადაერთვება, სადაც მიროსლავ კლოზეს რეკორდის მოხსნამდე 4 გოლი აშორებს. მადრიდულ გრანდში კი ზაფხულიდან წესრიგის აღსადგენად ჟოზე მოურინიოს დაბრუნებას ელიან.