მადრიდის რეალის გარემარბმა, ვინისიუს ჟუნიორმა კლუბის ხელმძღვანელობას, მწვრთნელსა და თანაგუნდელებს სიყვარული და მადლიერება გამოუხატა.
დღეს მადრიდულმა კლუბმა ბრაზილიელ ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ახალი კონტრაქტი 2032 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
„რვა წელი ბერნაბეუზე ძალიან ცოტაა. კიდევ ექვსი წელი... და სამუდამოდ.
მიყვარხართ! მადლობა პრეზიდენტს [პერესს], მოურინიოს, ხუნის [კალაფატს], ხოსე ანხელს [სანჩესს], მოთამაშეებსა და მთელ კლუბს“, - დაწერა ვინისიუსმა Instagram-ის ისტორიაში.
ხუნი კალაფატი რეალის მთავარი სკაუტია, ხოლო ხოსე ანხელ სანჩესი - კლუბის გენერალური დირექტორი.