ვინისიუსი ვილიარეალთან საქციელის გამო მკაცრად დაისაჯა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ვილიარეალის ფეხბურთელს თმაზე მოქაჩა, რის გამოც ჯერ გოლი გაუუქმეს, შემდეგ კი პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენეს.
ლა ლიგის ოფიციალურმა სადისციპლინო კომიტეტმა ბრაზილიელს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, 2 პირდაპირი წითლის მიღებისთვის, 2 კი - მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვინისიუსი 25 ოქტომბერს გასამართ ელ კლასიკოს გამოტოვებს, რომელიც კამპ ნოუზე გაიმართება.
ჯამურად, ბრაზილიელი სევილიასთან საშინაო შეხვედრას, ასევე ბარსელონასთან, რასინგსა და ვალენსიასთან გასვლით მატჩებს გამოტოვებს.