25 ოქტომბერს კამპ ნოუზე გასამართი ელ კლასიკო მხოლოდ სატურნირო ცხრილის პირველი ადგილისთვის ბრძოლა აღარ არის - ის ნამდვილ „ნელმოქმედ ნაღმად“ იქცა.
ესპანეთის სპორტში ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა სახელმწიფო კომისიამ ბარსელონასა და მადრიდის რეალის დაპირისპირებას ოფიციალურად „მაღალი რისკის“ სტატუსი მიანიჭა.
ვითარება ლა ლიგის ბოლო ტურებში მსაჯების გარშემო აგორებულმა სკანდალებმა უკიდურესად დაძაბა. მადრიდის რეალში მიიჩნევენ, რომ არბიტრები მათ წინააღმდეგ აშკარად მიკერძოებულები არიან. უკმაყოფილება ჯერ კიდევ მადრიდულ დერბიში დაიწყო, სადაც სამეფო კლუბის აზრით, მსაჯმა კანგ-ინ ლი ფედე ვალვერდეზე უხეშობისთვის არ გააძევა.
ნავთი ცეცხლზე ვილიარეალთან გასულ მატჩში ვინისიუს ჯუნიორის გაძევებამ დაასხა, რის გამოც ბრაზილიელმა ვარსკვლავმა შესაძლოა ელ კლასიკო გამოტოვოს. გარდა ამისა, მადრიდელები იბრაჰიმა კონატესთვის ყვითელი ბარათის ჩვენებასაც აპროტესტებენ.
კატალონიაში წესრიგის დასაცავად პოლიციის დამატებითი სპეცდანიშნულების რაზმები მობილიზდებიან. უსაფრთხოების მკაცრი ზომები ამოქმედდება როგორც სტადიონის შიგნით, ისე მის გარეთ, რათა სეზონის პირველმა ელ კლასიკომ ექსცესების გარეშე ჩაიაროს.