იურგენ კლოპი სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას არ აპირებს.
„გასულ სეზონში ლივერპულის თამაშებს ვუყურებდი, მაგრამ ის მომენტი არ მქონია, რომ ვაუ, დღეს შაბათია, დღეს თამაშია! არა, ზოგჯერ არც ვიცოდი, თამაში რომელ საათზე იწყება. ვსეირნობდი, ცხოვრებით სიამოვნებას ვიღებდი, შვილიშვილებთან ვთამაშობდი. თავიდანვე ვიცოდი, რომ მწვრთნელობაში დაბრუნება არ მენდომებოდა.
ახლა ზუსტად ასე მგონია [რომ მწვრთნელად არასდროს არ დავბრუნდები], მაგრამ ზუსტად არასდროს არ იცი. 58 წლის ვარ. კარიერა 65 წლის ასაკში რომ აღვადგინო, იტყვიან - ხომ ამბობდი, რომ არ დაბრუნდებოდი? ამიტომ ბოდიშით, როცა ვამბობ, მაშინ 100%-ით ვარ დარწმუნებული. ახლა ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ არაფერი არ მენატრება.
ცხოვრების ბოლომდე მწვრთნელობას გეგმაში არც მქონია. ცხოვრებაში არაფერს იმიტომ არ გამოვკლებივარ, რომ ამაზე უბრალოდ არ ვფიქრობდი. ბოლო 25 წელიწადში ორ ქორწილში ვარ ნამყოფი: ერთი ჩემი და მეორე, რომელიც ორი თვის წინ შედგა. 25 წელიწადში კინოშიც 4-ჯერ ვიყავი - ოთხივეჯერ ბოლო რვა თვეში. სასიამოვნოა, რომ ახლა ამის შესაძლებლობა მეძლევა.
როგორც მწვრთნელმა სხვადასხვა ქვეყნებში ვიმოგზაურე, მაგრამ არაფერი არ მინახავს - მხოლოდ სასტუმრო, სტადიონი ან სავარჯიშო ბაზა. მაშინ ეს არ მაღელვებდა, ახლა კი მაღელვებს.
ახლა არჩევანი მაქვს. შემიძლია შვებულებაში მაშინ გავიდე, როცა მე გადავწყვეტ. კარგი ჰო, ჩემი მეუღლე (იცინის). ყველაფერს ულა წყვეტს. მაგრამ, არ წყვეტენ პრემიერ ლიგა და ბუნდესლიგა.
არ მომნატრებია. კვლავაც ფეხბურთში ვარ, კვლავაც ვმუშაობ. მაგრამ ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.