როგორც იცით, ილია თოფურიამ გუშინ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2026 წლის გაზაფხულამდე ჩხუბს არ აპირებს.
ქართველის თქმით, მას ცხოვრებაში რთული მომენტი აქვს და ახლა ჩხუბზე კონცენტრირებას ვერ ახერხებს, რადგან პირადი ცხოვრების დაცვა და შვილებზე კონცენტრირება სურს.
ამ პოსტის ქვეშ თავისი მხარდაჭერა გამოთქვა UFC-ის მებრძოლმა მაქს ჰოლოუეიმ, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში თოფურიამ ნოკაუტით დაამარცხა.
„ვწუხვარ ჩემპიონო. თუ ეს ის არის, რაც ბოლო დროს მესმოდა, ვიცი რამდენად რთულია ჩხუბის პარალელურად შვილებზე ფიქრი და მათი დაცვა. იმედია ყველაფერი კარგად გექნება." - წერს ჰოლოუეი.
მაქსი უპასუხოდ ილიასაც არ დაუტოვებია: "მადლობა მხარდაჭერისთვის, ძმაო! ყველაფერი საუკეთესო შენ და შენს ოჯახს."