როგორც ფაბრიციო რომანო გვატყობინებს, ბარსელონამ მანჩესტერ სიტის როდრის თაობაზე მესამე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა - 50 და 60 მილიონ ევროიანი წინადადებების უარყოფის შემდეგ, კატალონიური კლუბი იმედოვნებს, რომ ესპანელს 60-დან 80 მილიონ ევრომდე შუალედში შეიძენენ. დღევანდელ ბლოგში კი მიმდინარე ზაფხულის უკვე გაოფიციალურებული რეკორდული შენაძენების ათეულს შემოგთავაზებთ.
10. ჟერემი ჟაკე
21 წლის ცენტრალური მცველი.
რენი - ლივერპული.
63.6 მილიონი ევრო.

9. კრისენსიო სამერვილი
24 წლის გარემარბი.
ვესტ ჰემი - ალ ჰილალი.
64.5 მილიონი ევრო.

8. ენტონი გორდონი
25 წლის გარემარბი.
ნიუკასლი - ბარსელონა.
70 მილიონი ევრო.

7. გონსალო რამოსი
25 წლის ცენტრფორვარდი.
პსჟ - მილანი.
74 მილიონი ევრო.

6. ბრუნო გიმარაეში
28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი.
ნიუკასლი - არსენალი.
87.5 მილიონი ევრო.

5. მატეუს ფერნანდესი
21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი.
ვესტ ჰემი - ტოტენჰემი.
99 მილიონი ევრო.

4. სანდრო ტონალი
26 წლის საყრდენი ნახევარმცველი.
ნიუკასლი - ტოტენჰემი.
108 მილიონი ევრო.

3. იან დიომანდე
19 წლის გარემარბი.
ლაიფციგი - მადრიდის რეალი.
125 მილიონი ევრო.
წაიკითხეთ: რეალის სარეკორდო ტრანსფერი - რამდენად კარგია ბუნდესლიგის ვარსკვლავი?

2. ელიოტ ანდერსონი
23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი.
ნოტინგემი - მანჩესტერ სიტი.
135 მილიონი ევრო.

1. მორგან როჯერსი
23 წლის შემტევი ნახევარმცველი.
ასტონ ვილა - ჩელსი.
138 მილიონი ევრო.