ჩელსის შემტევმა ჟოაო პედრომ პსჟ-სთან მატჩის შემდეგ ლუის ენრიკესთან კონფლიქტზე ისაუბრა.
ლონდონურმა კლუბმა პსჟ საკლუბო მუნდიალის ფინალში 3:0 გაანადგურა, ბრაზილიელმა ფორვარდმა ამ მატჩის მე-3 გოლი გაიტანა.
VIDEO: ლუის ენრიკე ჟოაო პედროს ყელში სწვდა
საფინალო სასტვენის შემდეგ კლუბის ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის წევრებს შორის მასობრივი კონფლიქტი მოხდა, რომლის დროსაც ლუის ენრიკემ ჟოაო პედროს ხელი უბიძგა, რის გამოც თავდამსხმელი გაზონზე აღმოჩნდა.
„ანდრეი სანტოსის დასაცავად გავიქეცი, ვხედავდი, რომ პსჟ-ს ფეხბურთელები დაესივნენ. როგორც ნამდვილი ბრაზილიელი თანაგუნდელის გვერდში დასადგომად მივირბინე. მალევე გარშემო ბევრი ადამიანი აღმოჩნდა და ხალხმრავლობაში ხელი მკრეს. ეს თამაშის ნაწილია.
ვფიქრობ, მათ წაგების მიღება არ შეუძლიათ, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. ახლა ზეიმის დრო მოვიდა." - აღნიშნა პედრომ.