ლივერპულმა პსჟ-ს კარში ზუსტად ვერცერთხელ ვერ დაურტყა.
არნე სლოტის გუნდი პარიზში 0:2 დამარცხდა და საპასუხო მატჩში 1/2 ფინალში გასასვლელად სიტუაციის თავდაყირა დაყენება მოუწევს.
ერთი წლის წინ, ეს გუნდები ტურნირის 1/8 ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, პირველი მატჩი მაშინაც პარიზში გაიმართა, რომელიც ლივერპულმა 1:0, კარში ერთადერთი ზუსტი დარტყმით მოიგო, თუმცა საპასუხო მატჩში პენალტების სერიაში დამარცხდა.
შესაბამისად, პარიზში გამართულ ბოლო ორ მატჩში, ლივერპულმა მეტოქეს კარში ზუსტად მხოლოდ 1-ხელ დაურტყა.
საპასუხო მატჩი ენფილდზე სამშაბათს, 14 აპრილს გაიმართება.