იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მოხვიდე 22-ში თამაშზე
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მოხვიდე 22-ში თამაშზე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

22 წლის შემდეგ პირველად თბილისში ევროტურნირის ჰიმნი გაისმება - 22 ოქტომბერს იბერია 1999 მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედურ მიალბის დაუპირისპირდება. დღევანდელ ბლოგში კი 10 მიზეზს გეტყვით, თუ რატომ უნდა მოხვიდეთ სტადიონზე.


1. პირველი მიზეზი სწორედ ისაა, რაც ზემოთ გითხარით, ქართველი გულშემატკივარი ევროთასებზე დაბრუნებას 22 წელი ელოდა, და ეს დროც დადგა, იბერიამ ეს შეძლო - ახლა შენი ჯერია.



2. ქალაქის გუნდის თამაშებზე სიარული საფეხბურთო კულტურის განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, და თუ გსურს რომ შენს ქალაქში თუ რეგიონში საკლუბო ფეხბურთი წარმატებული გახდეს ამაში წვლილი შენც უნდა შეიტანო.



3. კონფერენს ლიგაზე წინ კიდევ 7 თამაშია - სახლის თამაშები კი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იბერიას შენი გულშემატკივრობა სჭირდება!



4. მართალია ოქტომბერია, თუმცა საღამოს ოჯახთან, მეგობრებთან თუ საყვარელ ადამიანთან ერთად სტადიონზე წასვლისთვის მაინც მშვენიერი ამინდებია.



5. 22-ში გაქვს ისტორიული შანსი, ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში პირველად ნახო ტიფო - ანუ გულშემატკივართა მიერ მოწყობილ მასშტაბური ვიზუალური სანახაობა, რასაც უმეტესად მხოლოდ ტელევიზორში თუ ვხედავთ ხოლმე.



6. ნახე ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი გავარსკვლავებამდე  - ანდრია ბართიშვილი მალე არსენალს შეუერთდება, შენ კი გაქვს შანსი დაიკვეხნო, რომ მისი თამაშები წლების წინ ცოცხლად გინახავს.



7. ჩვენი მეტოქე მიალბი საკმაოდ ცუდ ფორმაშია - 23 ტურის შემდეგ შვედეთის ჩემპიონატში მე-12 პოზიციას იკავებს და ბოლო ხუთ მატჩში მოუგებელია. თბილისში ბიჭებს ამ შანსის გამოყენებაში უნდა დავეხმაროთ.



8. სტადიონზე გულშემატკივრის ყოფნა რომ გუნდის შედეგებზე აისახება არახალი ამბავია. ამას სტატისტიკაც ამტკიცებს - მასპინძელი გუნდები საშუალოდ 58.6%-ს იგებდნენ შინ ჩატარებულ შეხვედრებში, როდესაც მატჩებს გულშემატკივრები ესწრებიან.



9. იცი თუ არა რომ ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგას იგივე ჰიმნი აქვთ - კი ეს შენი შანსია ეს ლეგენდარული ჰანგები ცოცხლად მოისმინო. ო ო ო ო ო ოოოოო ოო ო ო  ო.



10. და ბოლოს, რამდენჯერ ხარ ნამყოფი ევროტურნირის ფინალური ეტაპის მატჩზე? მით უმეტეს შენს ქალაქში?




შეგახსენებთ, რომ იბერია 1999-ისა და მიალბის შეხვედრა 22 ოქტომბერს, 20:45-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება - ბილეთების შეძენა კი tkt.ge-ზე უკვე შეგიძლიათ. 


ბილეთები შეიძინეთ აქ


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

იბერია 1999
კონფერენს ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

იბერია V სენტ-ტრუიდენი - სტატისტიკური შედარება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია V სენტ-ტრუიდენი - სტატისტიკური შედარება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"გულშემატკივრებს ვპირდები, რომ საქართველოში უკეთეს ფეხბურთს იხილავენ" - იბერიას მწვრთნელი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"გულშემატკივრებს ვპირდები, რომ საქართველოში უკეთეს ფეხბურთს იხილავენ" - იბერიას მწვრთნელი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დადიანი: "პოზიტივი ის არის, რომ 5 თამაში გვაქვს დარჩენილი"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დადიანი: "პოზიტივი ის არის, რომ 5 თამაში გვაქვს დარჩენილი"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სუპერკომპიუტერის პროგნოზი - რა შანსები აქვს იბერიას კონფერენს ლიგაზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სუპერკომპიუტერის პროგნოზი - რა შანსები აქვს იბერიას კონფერენს ლიგაზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 სთ წინ

იბერია V სენტ-ტრუიდენი - სტატისტიკური შედარება

News image

21 სთ წინ

"გულშემატკივრებს ვპირდები, რომ საქართველოში უკეთეს ფეხბურთს იხილავენ" - იბერიას მწვრთნელი

News image

21 სთ წინ

დადიანი: "პოზიტივი ის არის, რომ 5 თამაში გვაქვს დარჩენილი"

News image

20 სთ წინ

სუპერკომპიუტერის პროგნოზი - რა შანსები აქვს იბერიას კონფერენს ლიგაზე?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება