სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობაში ხვალიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ერთვებიან.
საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენითაა წარმოდგენილი:
57 კგ. - ლუკა ღვინჯილია;
61 კგ. - ნიკა ზანგალაძე;
65 კგ. - ნიკოლოზ ბეშიძე;
70 კგ. - გოგა ოთინაშვილი;
74 კგ. - გიორგი გოგრიჭიანი;
79 კგ. - ლუკა ჩხიტუნიძე;
86 კგ. - თორნიკე სამხარაძე;
92 კგ. - სანდრო მარგიშვილი;
97 კგ. - მერაბ სულეიმანაშვილი;
125 კგ. - კონსტანტინე პეტრიაშვილი.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ჭიღლაძე გახლავთ.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შეხვედრები ხვალიდან დაიწყება და 27 ოქტომბერს დასრულდება.