ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/16 ფინალში ნიუკასლ იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე აზერბაიჯანულ ყარაბაღს უმასპინძლა.
პირველი მატჩის სტუმრად 6:1 მოგების შემდეგ, დღევანდელ თამაშს ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, ედი ჰაუს გუნდი მოედანზე მოწადინებული გამოვიდა და 6 წუთში ორი გოლის გატანა მოახერხა, რითაც თავისი უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცა. თავი ჯერ ტონალიმ, შემდეგ კი ჟოელინტონმა გამოიჩინეს.
შემდეგ კი კაჭკაჭები უფრო მეტად გართობის რეჟიმზე გადავიდნენ და უხვგოლიან გაცვლაში მიიღეს მონაწილება — საბოლოოდ, დღევანდელი თამაში ინგლისელებმა მოკრძალებულად, 3:2 მოიგეს.
ორი მატჩის ჯამში 9:3 და ნიუკასლი 1/8 ფინალშია, სადაც თავის მეტოქეს პარასკევის წილისყრის შედეგად შეიტყობს.