ერიკ ტენ ჰაგის დებიუტი ლევერკუზენის ბაიერში სამარცხვინო გამოვიდა.
წინასასეზონო მომზადების პირველ ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდელი სპეციალისტის ახალი გუნდი ფლამენგოს 20 წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდა და 1:5 განადგურდა.
გერმანული გუნდი 0:5-ს აგებდა, მატჩის მიწურულს კი ერთი ბურთის გაქვეთა მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ცუდი შედეგია, მაგრამ რეალურად წინასასეზონო მომზადების შედეგები არ მადარდებს. ეჭვგარეშეა, ასეთი ანგარიშით არ უნდა ვაგებდეთ, მაგრამ ჩემთვის მთავარია არცერთი ფეხბურთელი არ გამოგვაკლდეს.
უფრო კარგი იქნებოდა, ეს მატჩი ცოტა გვიან რომ ჩაგვეტარებინა." - აღნიშნა ტენ ჰაგმა მატჩის შემდეგ.