ლივერპულსა და ბაიერ ლევერკუზენს შორის ამ ზაფხულს უკვე მესამე გარიგება შედგა.
როგორც იცით, მერსისაიდულმა კლუბმა ჯერ ჯერემი ფრიმპონგი გადაიბირა ფარმაცევტებიდან, შემდეგ კი - გუნდის ლიდერი ფლორიან ვირციც.
ახლა კი, საპირისპირო მიმართულებით მცველი ჯარელ ქუანსა გაეშურება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლევერკუზენი 22 წლის ცენტრალურ მცველში 30 მილიონ ფუნტს გადაიხდის, კიდევ 5 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
კლუბებს შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად, ლივერპულს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელის უკან დაბრუნება შეეძლება.
თავად ქუანსა ლევერკუზენთან კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს.