-
Aa
+
ფონტის ზომა
მესის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2005 წელს უნგრეთის წინააღმდეგ დასამახსოვრებელი იყო, თუმცა არასასურველი მიზეზების გამო. მოედანზე შესვლიდან სულ რაღაც 30 წამში ის გააძევეს, მას შემდეგ კი ამ ნაკრებისთვის გოლი არ გაუტანია.
კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მესი კატარს ორჯერ დაუპირისპირდა. ის იყო გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.
მესიმ ნორვეგიასთან გოლის გატანა ვერ შეძლო და რაც მთავარია, ამ გუნდთან არასდროს მოუგია.
არგენტინა და სამხრეთ კორეა ერთმანეთს ისტორიაში სამჯერ დაუპირისპირდნენ. მესიმ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 90 წუთი ითამაშა 4:1 მოგებულ მატჩში, თუმცა გოლი თავად არ გაუტანია.
ამ გუნდების დაპირისპირებები 1994 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე შედგა. 2010 წელს მესი კაპიტანი იყო, თუმცა მან გოლის გატანა ვერ მოახერხა.
21-ე საუკუნეში ეს გუნდები მხოლოდ ერთხელ, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ. მესიმ ითამაშა, მაგრამ გამარჯვების გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა.
მიუხედავად გეოგრაფიული სიახლოვისა, ეს ნაკრებები იშვიათად ხვდებიან. მესიმ მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთ მატჩში (2011 წლის კოპა ამერიკა), სადაც ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, მაგრამ თავად არ გაუტანია.
მესის ერთადერთი მატჩი შვედეთის წინააღმდეგ 2013 წელს გაიმართა. არგენტინამ მესის გოლის გარეშე 3:2 გაიმარჯვა.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ამხანაგურ მატჩში არგენტინამ ადვილად გაიმარჯვა. მესიმ საგოლე გადაცემა მიითვალა, მაგრამ გოლი ვერა.
21-ე საუკუნეში ეს გუნდები ერთხელ შეხვდნენ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. არგენტინამ 1:0 მოიგო გონსალო იგუაინის გოლით.
2017 წლის ნოემბერში მოსკოვში გამართულ მატჩში მესიმ კაპიტნის რანგში ითამაშა. ერთადერთი გოლი სერხიო აგუერომ გაიტანა.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა და მატჩი ფრედ დასრულდა. ასევე მონაწილეობდა 2026 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელ ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც მხოლოდ საგოლე გადაცემით შემოიფარგლა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინამ 2:0 გაიმარჯვა (გოლები ალექსის მაკ ალისტერმა და ხულიან ალვარესმა გაიტანეს).
2025 წლის ნოემბერში არგენტინამ 6:0 გაიმარჯვა. მესიმ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე არგენტინამ 2:1 გაიმარჯვა. მესიმ მხოლოდ 45 წუთი ითამაშა და გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები

