საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს გამართავს. სანდრო კობახიძის გუნდი ისლანდიას მიხეილ მესხი 2-ზე უმასპინძლებს.
"ბევრი ვიმუშავეთ და კარგი შეკრება გამოვიდა. საინტერესო, რთული, აგრესიული და ბრძოლისუნარიანი მეტოქე გვყავს. ვფიქრობ, მთავარი ბიჭების განწყობა და თამაშისადმი მიდგომა იქნება.
ვიცით, მეტოქეს რა უნდა დავუპირისპიროთ და ჩვენი გეგმები და პლუსები გვაქვს. სახლში ვთამაშობთ და დადებითი შედეგის მოლოდინი გვაქვს", - ამბობს 17-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი, სანდრო კობახიძე.
საქართველოსა და ისლანდიის 17-წლამდე ნაკრებთა მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე, 18:00 საათიდან დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე იქნება. თამაშზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებთა გარდა, 3-გუნდიან ჯგუფში საბერძნეთია - 3-დან 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ასპარეზობას ევრო 2026-ის საკვალიფიკაციოს შემდეგ რაუნდში გააგრძელებს.