საქართველოს ნაკრებმა წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში, სლოვენიას 22:11 მოუგო და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.
საბერძნეთთან და ხორვატიასთან მარცხის შემდეგ, სლოვენია-საქართველოს შეხვედრა არკვევდა, ამ ორი გუნდიდან შემდეგ ეტაპზე რომელი გავიდოდა.
პირველი და მეორე ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, დანარჩენი ორივე ტაიმი კი ჩვენი გუნდის დიდი უპირატესობით აღინიშნა, რაც შედეგზეც აისახა.
შედეგად, საქართველოს ნაკრები ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა. საუკეთესო შედეგი 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა, როცა 1/4 ფინალში ვითამაშეთ.