უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ წყალში ხტომის საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა სპორტსმენებმა 6 მედალი მოიპოვეს.
3-მეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში, გიორგი წულუკიძემ და ალექსანდრე ცხომელიძემ, 251 ქულით, ტურნირის ჩემპიონობა იზეიმეს.
3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში, ალექსანდრე ცხომელიძე 444.80 ქულით ჩემპიონი გახდა, გიორგი წულუკიძე 444.20 ქულით - ვიცე-ჩემპიონი, ხოლო კოკა საკანდელიძე 437 ქულით ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
1-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში, თეკლა შარია - 212 ქულით და თორნიკე ონიკაშვილი - 293 ქულით ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე 5 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და 6 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.