• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
VIDEO: მამუს სოლიდური მატჩი - ტორონტომ გოგას ორლანდო გაანადგურა და რეკორდიც დაამყარა
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

VIDEO: მამუს სოლიდური მატჩი - ტორონტომ გოგას ორლანდო გაანადგურა და რეკორდიც დაამყარა

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

NBA-ში კიდევ ერთი ქართული დაპირისპირება შედგა - სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქს უდიდესი სხვაობით (139:87) აჯობა.


გოგამ 10:11 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა მიითვალა, ხოლო სანდრო მატჩის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი და სასარგებლო მოთამაშე გახლდათ - ქულების მხრივ, მხოლოდ არ ჯეი ბერეტსა (24 ქულა) და სკოტი ბერნსს ჩამორჩა. ბერნსს სოლიდური ორმაგი დუბლი ჰქონდა - 23 ქულა, 5 მოხსნა, 15 ასისტი.


მამუმ პარკეტზე 21:19 წუთი გაატარა - 9-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, 19 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრაც ჰქონდა.


აღსანიშნავია, რომ მისი მოედანზე ყოფნისას რეპტორსმა 47-ქულიანი უპირატესობა მიიღო, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია. მე-2 შედეგის მქონე ჯამალ შიდის რიცხვი 34-ია.


მამუკელაშვილი ბოლო დროს კარგ ფორმაში და შედეგიანია - ნიუ ორლეანს პელიკანსთან 18 ქულა, 9 მოხსნა, 2 ასისტი მიითვალა, კლიპერსთან 13 ქულა, 7 მოხსნა მიითვალა, ხოლო იქამდე იუტასთან კარიერის მე-4 ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა (23 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი).


ასევე, ტორონტომ NBA-ის რეკორდი დაამყარა - 1997-98 წლების შემდეგ (რაც მსგავს სტატისტიკებს აითვლიან), არავის ჰქონია იმაზე დიდი "გაქცევა" ვიდრე კანადელებს მეჯიქთან - ზედიზედ 31 ქულა ჩააგდეს (31:0).


რეპტორსმა ბოლო 4-დან მე-3 მატჩი მოიგო, 42 გამარჯვება მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილი შეინარჩუნა. მომდევნო თამაში, 1-ელი აპრილის 04:00 საათზე, თავიანთივე კონფერენციის ლიდერ დეტროიტ პისტონსთან სტუმრად აქვთ.


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

კალათბურთი ნბა
კალათბურთი
სანდრო მამუკელაშვილი
საქართველო
ტორონტო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

3 გოლი შოთიმდე — ჟორჟმა კვარას კვლავ გადაუსწრო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

3 გოლი შოთიმდე — ჟორჟმა კვარას კვლავ გადაუსწრო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ის ერთადერთი იყო, ვინც ჩემს სროლას ბლოკავდა" - მამუკელაშვილი ბითაძეზე

•კალათბურთი

კალათბურთი

,,ის ერთადერთი იყო, ვინც ჩემს სროლას ბლოკავდა" - მამუკელაშვილი ბითაძეზე
•კალათბურთი

კალათბურთი

2 ჩემპიონი და პრიზიორები - ქართველმა წყალში მხტომელებმა საერთაშორისო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვეს

•ქართული

ქართული

2 ჩემპიონი და პრიზიორები - ქართველმა წყალში მხტომელებმა საერთაშორისო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვეს
•ქართული

ქართული

VIDEO: სულ ცოტა MVP-ს სტატუსამდე - შერმადინის მაგარი მატჩი და გამარჯვება სარაგოსასთან

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: სულ ცოტა MVP-ს სტატუსამდე - შერმადინის მაგარი მატჩი და გამარჯვება სარაგოსასთან
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

20 სთ წინ

3 გოლი შოთიმდე — ჟორჟმა კვარას კვლავ გადაუსწრო

News image

39 წთ წინ

,,ის ერთადერთი იყო, ვინც ჩემს სროლას ბლოკავდა" - მამუკელაშვილი ბითაძეზე

News image

3 სთ წინ

2 ჩემპიონი და პრიზიორები - ქართველმა წყალში მხტომელებმა საერთაშორისო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვეს

News image

3 სთ წინ

VIDEO: სულ ცოტა MVP-ს სტატუსამდე - შერმადინის მაგარი მატჩი და გამარჯვება სარაგოსასთან

კომენტარები

ლინკის დაკოპირება