სანდრო მამუკელაშვილმა ისაუბრა, თუ რამდენად განსაკუთრებულია თანამემამულე გოგა ბითაძის წინააღმდეგ თამაში.
„საოცარია. მე და გოგა ერთმანეთს პირველად, ალბათ, როცა 6-7 წლის ვიყავი, მაშინ ვეთამაშეთ. ის მაშინაც მაღალი იყო და ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ჩემს სროლას ბლოკავდა. ძალიან მძულდა ეს, რადგან ვფიქრობდი: ‘ვინ არის ეს მაღალი ბიჭი?’ მე ვიყავი ყველაზე მაღალი, ახლა კი ის არის ყველაზე მაღალი.
ის იყო ალბათ პირველი ან მეორე მოთამაშე, ვისთანაც მართლა მომიწია შეგუება და საკუთარ თავთან თქმა: ‘კარგი, ახლა უნდა მოვემზადო. გოგას ვეთამაშებით.’
ძალიან მაგარია და ძალიან მიხარია მის გამო. ის შესანიშნავად თამაშობს, შედის პარკეტზე და თავის საქმეს აკეთებს. ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო და იმედია კიდევ უფრო გაუმჯობესდება და გააგრძელებს პროგრესს.
ძალიან მიხარია მასთან თამაში და ვფიქრობ, რომ ის საქართველოს უმაღლეს დონეზე წარმოადგენს. ეს საოცარია.“ - განაცხადა მამუკელაშვილმა.
VIDEO: მამუს სოლიდური მატჩი - ტორონტომ გოგას ორლანდო გაანადგურა და რეკორდიც დაამყარა