VIDEO: ზედიზედ მე-6 მარცხი - ორლანდო კონფერენციის მე-10 ადგილამდე დაეშვა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა კლივლენდ კავალიერსთან სტუმრად მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმო - 131:136.
კავალიერსის ლიდერ დონოვან მიტჩელს 42-ქულიანი მატჩი ჰქონდა, ხოლო გოგას თანაგუნდელ პაოლო ბანკეროს აქტივში 36 ქულა გახლდათ. თავად ქართველმა კი პარკეტზე გატარებულ 13:35 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა, 3 ასისტი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ჯამალ მოზლის გუნდი ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა, რის გამოც აღმოსავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილამდე დაქვეითდა. ამ პოზიციის დაკარგვას საფრთხე დიდად არ ემუქრება - უახლოეს მდევრებს 9-9 მოგებით ნაკლები აქვთ, თუმცა პირდაპირ პლეი-ოფის 1/8 ფინალში გამსვლელ მე-6 ადგილთან ჩამორჩენა უკვე 2 მოგებაა, თანაც, იმ ფონზე, რომ მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის ერთბაშად 6 გუნდი იბრძვის.
27 მარტის 03:00 საათზე, ფლორიდელები საკუთარ დარბაზში დასავლეთ კონფერენციის ბოლოადგილოსან საკრამენტო კინგსს დაუხვდებიან.