ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერის 25-ე გრენდ სლემისკენ სვლა წარმატებით დაიწყო.
გამთენიისას სერბმა ლეგენდამ ამერიკის ღია პირველობაზე პირველი წრის მატჩი ადგილობრივი ლერნენ ტიენის წინააღმდეგ გამართა.
ბრძოლა მხოლოდ მეორე სეტში გაიმართა, რომელიც ნოლემ ტაი-ბრეიკზე მოიგო, პირველ და მესამე სეტში კი ჯოკოვიჩის უპირატესობა ეჭვქვეშ არ დამდგარა.
6:1 7:6 6:2 და ჯოკოვიჩი მეორე წრეშია, სადაც კვლავ ამერიკელ ზაქარი სვაიდას დაუპირისპირდება. მატჩი 27 აგვისტოს შედგება.
უკანასკნელი გრენდ სლემი ჯოკოვიჩს სწორედ ამერიკაში, ორი წლის წინ აქვს მოგებული.