ფრანგული ლიგა 1-ს მე-11 ტურში პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად ანჟერი დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ რაიმონ კოპაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
პარიზელებმა ოთხივე გოლი პირველ ტაიმში შეაგდეს - დუბლით თავი ჯერ ლი კან-ინმა გამოიჩინა, შემდეგ კი ბრედლი ბარკოლამ.
შესვენების შემდეგ პსჟ-ს ყველაფერი მშვიდი გამარჯვებისკენ მიჰყავდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირეუბლ წუთბზე მასპინძლებმა ორი ბურთი გაქვითეს და მატჩი ასეც დასრულდა.
ლუის ენრიკეს გუნდმა 29 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ მონაკოსთან 6-ქულიანი ჰანდიკაპი შიენარჩუნა, ანჟერი კი 10 ქულით გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფება.