ეკო გორგოძემ იტალიის ქალაქ კოზენცაში გამართული წყვილთა Challenger-ის 125 000-იანი ტურნირი მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ტიტული ადგილობრივ ფოსა უერგოსთან ერთად მოიპოვა.
ქართულ-იტალიურმა დუეტმა ფინალამდე 2 შეხვედრა მოიგო, გადამწყვეტ მატჩში კი იტალიელიურ წყვილს, ფედერიკა ურჯესისა და აურორა ძანტედესკის შემადგენლობით, 3-სეტიან ბრძოლაში აჯობა.
გორგოძემ და მისმა მეწყვილემ პირველი სეტი დათმეს, რის შემდეგაც დიდი უპირატესობა ჰქონდათ და კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ დატოვეს - 3:6; 6:1; 10:4.
33 წლის გორგოძემ, წყვილებს შორის, მიმდინარე სეზონში - მეორე, ხოლო კარიერაში 45-ე ტიტული მოიგო.