საქართველოს ნაკრებმა, გერმანიის ქალაქ კინბაუმში მიმდინარე 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, 5 მედალი გაინაღდა.
ტურნირის 1/2 ფინალის საგზური რატი ხარბედიამ (46 კგ.), შალვა ბერიძემ (48 კგ.), ზაზა მდინარიძემ (52 კგ.), ალექსანდრე ბალაძემ (80 კგ.) და ჰასან აკპინარმა მოიპოვეს, რითაც მინიმუმ ბრინჯაოს მედლები გაიფორმეს და ოქროსთვის ბრძოლას აგრძელებენ.
1/2 ფინალური შეხვედრები 15 და 16 დეკემბერს გაიმართება, გათამაშება კი 17 დეკემბერს, ფინალური ბრძოლებით დაიხურება.
ჩვენი გუნდი ტურნირზე 15 სპორტსმენით გახლდათ წარმოდგენილი და 5 მედალს მოიპოვებს.