სამხრეთ აფრიკაში გამართული ბიატლის, ტრიატლისა და ლაზერული სირბილის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა 6 მედლით დაასრულა - 2 ოქრო და 4 ბრინჯაო.
ბოლო საშეჯიბრო დღეს, იუნიორებს შორის, გიორგი ცხადაძემ ლაზერულ სირბილში მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, 17-წლამდელებს შორის კი თევდორე წიკლაური ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ასევე, იუნიორთა შორის, გიორგი ცხადაძემ ტრიატლში ჩემპიონობა იზეიმა, 15-წლამდელებს შორის კი ვახტანგ კანკიამ ბრინჯაოს მედალი მოიგო.
მართა ჭაფოძისა და ვახტანგ კანკიას წყვილმა, ტრიატლში შერეულ ესტაფეტასა და შერეულ ესტაფეტაზე ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.