ალბანეთში ჭიდაობის არაოლიმპიური წონითი კატეგორიების მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძემ 79 წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.
ფინალში კენჭაძემ რუსი სპორტსმენი, მაგომედ მაგომედოვი დიდი უპირატესობით, 13:4 დაამარცხა და ხუთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოუტანა საქართველოს თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის მედალი.
ოქროს შანსი ჰქონდა 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მირიან მაისურაძესაც, რომელიც ფინალში აბდულრაშიდ სადულაევთან 0:6 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.