ბაიერნის მეკარემ მანუელ ნოიერმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხში პოზიტიურად არის განწყობილი.
მოქმედი ხელშეკრულება 30 ივნისს იწურება და ამ თარიღის შემდეგ ნოიერი თავისუფალი აგენტი გახდება. მიუხედავად ამისა, გამოცდილი მეკარე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე:
პოზიტიურად ვარ განწყობილი, თუმცა ჯერ მინდა დავიცადო და ვნახო, როგორ ჩაივლის მომდევნო რამდენიმე თვე. მინდა ვეცადო, რომ კარგი თამაში ვაჩვენო. ამის შემდეგ, მარტის ან აპრილის ბოლოს, გადაწყვეტილება იქნება მიღებული. იმ დროისთვის ზუსტად მეცოდინება, რამდენ მატჩს ჩავატარებ და როგორ ვიგრძნობ თავს.
ასაკისა და კარიერის გაგრძელებაზე:
მალე 40 წლის ვხდები, ამიტომ უნდა გავითვალისწინო, შევძლებ თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღებას სრული დარწმუნებით, რომ კარიერის გაგრძელება მინდა. კლუბთან დიალოგი ძალიან კარგია, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს — გაგრძელდება თუ არა ეს ურთიერთობა.