ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ღია პირველობაზე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჯამში 7 მედალი მოიპოვა.
20-წლამდელთა შორის, 62 კგ. წონით კატეგორიაში, მირანდა კაპანაძემ 6-ვე შეხვედრა მოიგო, ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი დაიმსახურა.
ვერცხლის მედლებს ლუსი ტუხაშვილი და ანა ლომიძე დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები ანამარია გაბოძე და ნინი ციცვიძე გახდნენ.
ასევე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ლუსი ტუხაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ანა წერეთელმა - ბრინჯაო.