მსოფლიო თასის მერვედფინალები დასასრულს მიუახლოვდა - 10 ივლისიდან მუნდიალი მეოთხედფინალებით დაგვიბრუნდება. დღევანდელ ბლოგში მიმდინარე მუნდიალის გიჟურ ფაქტებსა და სტატისტიკებს შემოგთავაზებთ.
კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფორვარდია, რომელმაც 2022 წლისა და 2026 წლის მუნდიალებზე 500 წუთზე მეტი ითამაშა და წარმატებული დრიბლინგი არ განუხორციელებია.

მაიკლ ოლისე პირველი ფეხბურთელია ზიკოს შემდეგ (1978), რომელმაც სადებიუტო მუნდიალზე 10+ დრიბლინგი შეასრულა (11), 10+ შანსი შექმნა ღია თამაშიდან (10) და 10+ გამჭოლი პასი გააკეთა (11).

ერლინგ ჰოლანდმა ნორვეგიის ბოლო 14 ოფიციალურ მატჩში შეძლო გატანა - ჯამში 27 გოლი. მათ შორის მსოფლიო თასის ოთხივე თამაშში (7).

ბელგიის ნაკრების შეცვლიდან შემოსულმა ფეხბურთელებმა მიმდინარე მუნდიალზე 9 გოლში მიიღეს მონაწილეობა (5 გოლი, 4 საგოლე გადაცემა), რაც მსოფლიო თასების რეკორდია.
ასევე რომელუ ლუკაკუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო თასის ოთხ თამაშში შეძლო შეცვლიდან შესვლის შემდეგ გატანა - ბელგიელმა ეს ოთხ სხვადასხვა შეხვედრაში გააკეთა.

გონსალო რამოშს მუნდიალების ისტორიაში მეექვსე საუკეთესო შედეგი აქვს გოლებისა და წუთების თანაფარდობის მხრივ (150+ მოთამაშეს შორის). 4 გოლი 187 წუთში - გოლი ყოველ 47 წუთში.

ინგლისის ნაკრებმა უფრო მეტი თამაში მოიგო 2026 წლის მუნდიალზე (4), ვიდრე უეინ რუნიმ მსოფლიო თასზე მთელი კარიერის განმავლობაში (სამი 11-დან).

ბოლო 60 წელიწადში, 21-წლამდე ფეხბურთელებში იოჰან მანზამბიზე მეტ გოლში მონაწილეობა (3 გოლი, 2 საგოლე გადაცემა) მხოლოდ ტომას მიულერმა მიიღო (5 გოლი, 3 საგოლე გადაცემა).
