მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგის ფინანსური წესების დარღვევაში მანჩესტერ სიტის ცნობის შესახებ ისაუბრა.
„აქ მხოლოდ სიცილი თუ შეგიძლია. ვფიქრობ, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც დაველოდებით, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე სამოც წელს გადავაბიჯე, იღბალი მჭირდება, რომ საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე ვიცოცხლო.
ჯერ გადაწყვეტილება იქნება, შემდეგ აპელაცია... მე ოთხმოცი წლისაც გავხდები, - განაცხადა რეალის თავკაცმა Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მან სიტი 115-დან 114 ფინანსურ დარღვევაში დამნაშავედ სცნეს, ახლა კლუბი საბოლოო განაჩენის მოლოდინში იმყოფება. განიხილება როგორც კლუბისთვის მოპოვებული ტიტულების ჩამორთმევა, ისე კლუბის ქვედა ლიგებში დაქვეითება, ფინანსური დაჯარიმება და სხვა შესაძლო სასჯელები.