UFC-ის ვარსკვლავი ალექს პერეირა, რომელიც 14 ივნისს Freedom 250-ის ეგიდით მძიმე წონით კატეგორიაში დებიუტისთვის ემზადება, ამბიციურ გეგმებს აანონსებს.
იგი გეგმავს, რომ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჩემპიონი გახდეს და ოქტაგონს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს.
არიელ ჰელვანის პოდკასტში სტუმრობისას, პერეირამ მძიმეწონოსან კონკურენტებს მოუწოდა, მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ:
ყველა მძიმეწონოსანს ვეუბნები: იყავით მზად. დაიწყეთ ვარჯიში, რადგან როგორც კი ეს ბრძოლა დასრულდება, თუ ჯანმრთელი ვიქნები, UFC-ს დავაძალებ, რომ მეორე ბრძოლა მაშინვე ჩამინიშნოს.
პერეირამ ასევე უპასუხა შეკითხვას ჯოშ ჰოკიტის შესახებ, რომელიც მას ღიად დასცინოდა:
გულწრფელად რომ ვთქვა, იმ სისულელეების შემდეგ, რაც ამ ბიჭმა ჩაიდინა, მასზე საუბარსაც არ ვაპირებ. სხვებს პატივს ვცემ და მზად ვარ მათთან ვიბრძოლო, მაგრამ მას საკუთარ გზაზე მივუშვებ. ყველაფერს თავისი ფასი აქვს, დრო მოვა.
პერეირად თქმით, UFC-ის გადასვლა ახალ სტრიმინგ-პლატფორმაზე (Paramount+) და PPV (Pay-Per-View) მოდელის უარყოფა მისთვის კარგია, რადგან აღარ არსებობს ბრძოლების გაჭიანურებული პიარის საჭიროება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია გაცილებით ხშირად იჩხუბოს.
თუ პერეირა კვირას მოიგებს, თეორიულად მას ტომ ასპინალთან დაპირისპირება ელის, თუმცა თავად ალექსს ეჭვი ეპარება, რომ ჩემპიონები მზად იქნებიან იმ ტემპისთვის, რასაც ის აწესებს.