UFC-ის მსუბუქი წონის წამყვანი მებრძოლის, არმან ცარუკიანის თანაგუნდელმა პეტ დაუნიმ განაცხადა, რომ სომეხმა სპორტსმენმა ორგანიზაციასთან ურთიერთობაში სცენარი სრულად შეცვალა.
დაუნის თქმით, ცარუკიანმა UFC-ის მიღმა, კერძოდ კი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ლიგა RAF-ში (Real American Freestyle) ასპარეზობით, იმდენად დიდი პოპულარობა და ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვა, რომ ახლა ყველაფერს თავად განაგებს.
Bloody Elbow-სთან ინტერვიუში დაუნიმ აღნიშნა:
UFC მას ბლოკავდა და ყოველთვის ჩაგრავდა... ახლა კი ისეთ წერტილშია, სადაც სუსტი პოზიციიდან აღარ მოქმედებს, აღარავის ეხვეწება ბრძოლას. მან სცენარი სრულად შეცვალა. ახლა UFC ეტყვის: 'ჰეი, არმან, გთხოვ, შეგიძლია ეს გვერდითი მისიები (ჭიდაობა) დროებით შეაჩერო და ჩვენთან იჩხუბო? გთხოვ. ვიცით, რომ ჩვენს გარეშე უფრო მეტ ფულს აკეთებ'. ის უბრალოდ გენიოსია.
ცარუკიანი, რომელიც მიმდინარე წელს RAF-ში უკვე მეხუთედ გამოვა, შაბათს, სენტ-ლუისში გასამართ RAF 10 ტურნირზე ლეგენდარულ ტონი ფერგიუსონს დაუპირისპირდება. ეს ორთაბრძოლა ზუსტად ერთი დღით ადრე გაიმართება იმ დიდ საჩემპიონო მატჩამდე, რომელიც თეთრ სახლში (Freedom 250) იგეგმება. ცარუკიანი ამ ღონისძიებაზე სათადარიგო მებრძოლის სტატუსით ფიგურირებს.