ჩაბი ალონსოს მიაჩნია, რომ რეალს ტრანსფერები კიდევ სჭირდება.
ამ ზაფხულს მადრიდულმა კლუბმა ტრენტ ალექსანდრ არნოლდი, ალვარო კარერასი, დინ ჰაუსენი და ფრანკო მასტანტუონო დაიმატეს.
თუმცა, ალონსოს აზრით, რეალს კიდევ ერთი, ან სულაც ორი პოზიცია აქვს გასაძლიერებელი.
ესპანელი სპეციალისტის ამ მოსაზრებას არ იზიარებს რეალის ხელმძღვანელობა, რომელსაც მიაჩნია, რომ გუნდის შემადგენლობა უკვე იდეალურად არის დაკომპლექტებული.
ალონსო ნახევარმცველის დამატებას ითხოვდა და გარკვეული პერიოდის წინ კლუბი რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ არცერთით არ მოიხიბლა.
The Athletic წერს, რომ ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, რომ რეალი კიდევ აპირებს ტრანსფერების განხორციელებას - დიდი ალბათობით, ახალ სეზონში ალონსოს ამჟამინდელი შემადგენლობით მოუწევს შებიჯება და მორგება იმაზე, რაც ამჯამად აქვს.