ბაიერნის ლეგენდარული მეკარის, ოლივერ კანის აზრით, ჩაბი ალონსოს იდეები მადრიდის რეალს არ უხდება.
ლა ლიგაში მადრიდული გუნდი 16 ტურის შემდეგ მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ ბარსელონას 4 ქულით ჩამორჩება.
„რეალის ეს შედეგები არ მიკვირს, იმიტომ რომ მისი მთავარი მწვრთნელის იდეები მადრიდს არ უხდება.
ჩაბის მიდგომა სისტემურ ფეხბურთსა და პოზიციურ თამაშზეა დაფუძნებული, რაც სპეციფიურ ფეხბურთელებს ითხოვს. რეალში კი სრულიად სხვა საფეხბურთო სტილია დამკვიდრებული.
ამ კლუბში საუბარი მუდმივად თავისუფლებასა და ინდივიდუალურობაზეა. ფეხბურთელებს არ სურთ, რომ მათ კონკრეტული სისტემებით ათამაშებდნენ - სწორედ ამაში იმალება მთავარი გაუგებრობაც.
საჭიროა მწვრთნელი, რომელიც საუკეთესო გზას გამონახავს სუპერვარსკვლავების გასაერთიანებლად და არა ის, ვინც დაუწყებს მათ კარნახს, როგორ და რა სისტემით ითამაშონ." - აღნიშნა კანმა.