ვიქტორ გიოკერეში სპორტინგზე გაბრაზებულია.
იწერებოდა, რომ შვედეთის ნაკრების ფორვარდმა სპორტინგთან 2023 წელს მოილაპარაკა, რომ მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში, ჩემპიონატში მინიმუმ 20 გოლს გაიტანდა და მისი ფასი 70 მილიონ ევრომდე შემცირდებოდა. ბოლო ორ სეზონში გიოკერეშმა ჯერ 29 გოლი გაიტანა, შემდეგ კი სულცა 39.
Record იტყობინება, რომ გიოკერეში კლუბზე გაბრაზებული და იმედგაცრუებულია, რადგან მიაჩნია, რომ ლომებმა ჯენტლმენური შეთანხმება დაარღვიეს. ფეხბურთელმა სოციალური ქსელებიდან სპორტინგი ამოშალა და კლუბს განუცხადა, რომ მათი მაისურით თამაშს აღარ აპირებს.
სპორტინგის პრეზიდნეტმა, ფრედერიკუ ვარანდაშმა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
„ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ გიოკერეში 60+10 მილიონ ევროდ გაიყიდება, იმიტომ რომ ამის პირობა არასდროს არ გამიცია. მას გარკვეული გარანტიების მოპოვება სურდა.
აგენტი ყველაზე მეტად იმაზე დარდობდა, რომ ჩვენ ნებისმიერ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტის თანხაზე მივუთითებდით, მას გარკვეული გარანტიები სურდა.
რაზე შევთანხმდით? იმაზე, რომ სპორტინგი გამოსასყიდი თანხის უმალვე გადახდას არ მოითხოვდა. იმ მიზეზით, რომ გიოკერეშს მალე 27 წელი შეუსრულდება, პორტუგალიიდან კი 27 წლის ფეხბურთელი 90-100 მილიონად არასდროს არ მიდის.
იმავე შეხვედრაზე აგენტს თანხაზეც სურდა მოლაპარაკება. მე კი ვუთხარი: "არ ღირს ფიქსირებული თანხის დაწესება, იმიტომ რომ არ ვიცი, ერთ წელიწადში რა მოხდება. არ ვიცი, იქნება 40, 60 თუ სულაც 80 მილიონი ევრო საჭირო. ერთადერთი, რისი გარანტიაც შემიძლია მოგცეთ, არის ის, რომ 100 მილიონს არ მოვითხოვ." - აღნიშნა ვარანდაშმა.
ფორვარდის დამატებით არსენალი და მან იუნაიტედი ინტერესდებიან.