კარლო ანჩელოტი ნეიმარს ბრაზილიის ნაკრების კარს არ უხურავს.
სექტემბერში იტალიელმა სანტოსის შემტევი ნაკრებში არ გამოიძახა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯანმრთელი იყო.
„ნეიმარზე დაკვირვება არაფერში გვჭირდება, ყველამ ისედაც ვიცით, რა ნიჭიერი ფეხბურთელია.
თუმცა, თანამედროვე ფეხბურთში ნიჭის გამოსაყენებლად საჭიროა, რომ კარგ ფორმაშიც იყო. თუ ის საუკეთესო ფორმაში დაბრუნდება, ნაკრებში ყოველგვარი პრობლემის გარეშე დავაბრუნებთ.
ნაკრებში ყველას სურს საუკეთესო ნეიმარის დაბრუნება. მას ველაპარაკე და ვუთხარი, რომ საკმარისი დრო აქვს ფორმის აღსადგენად და მსოფლიოზე ნაკრების დასახმარებლად.
მას შემტევი ნახევარმცველის ან თავდამსხმელის პოზიციაზე დავაყენებდი. ფლანგზე თამაში აღარ შეუძლია, იმიტომ რომ ამისათვის თანამედროვე ფეხბურთში გარკვეული ფიზიკური კონდიციები გჭირდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, შემტევ ნახევარმცველად - უპრობლემოდ გაქაჩავს." - აღნიშნა იტალიელმა.