VIDEO: ესტევაოს სადებიუტო გოლი - ბრაზილიამ ჩილე დაამარცხა
05 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიის ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა.
კარლო ანჩელოტის გუნდმა, რომელსაც მუნდიალზე თამაში გარანტირებული აქვს, მარაკანაზე ჩილეს ნაკრები მიიღო და 3-0 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში 38-ე წუთზე ესტევაომ გახსნა, რომელმაც სელესაოს რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. 72-ე წუთზე სხვაობა ორამდე ლუკას პაკეტამ გაზარდა, 76-ე წუთზე კი ბრუნო გიმარაეშმა დააფიქსირა საბოლოო ანგარიში (3-0).
კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებში უკვე მე-3 მატჩი გამართა, საიდანაც 2 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა. (ეკვადორთან 0-0, პარაგვაისთან 1-0, ჩილესთან 3-0).
მომდევნო შეხვედრას სელესაო 10 სექტემბერს, სტუმრად ბოლივიაში ჩაატარებს.