ფეხბურთის მდიდარი ისტორია უამრავ ფაქტს ინახავს, რომელიც გულშემატკივრისთვის შესაძლოა უცნობი იყოს. მათ შორის არის ფაქტები ცნობილ ფეხბურთელებზე, გუნდებსა თუ ნაკრებებზე, რომელიც შეიძლება არ იცოდე.
ამ ბლოგში სწორედ ასეთ ამბებს შემოგთავაზებთ. შესაძლოა რომელიმე ისტორია გაგებული გქონდეს, მაგრამ ეს ის ფაქტებია, რომელიც ბევრმა გულშემატკივარმა წესით და რიგით არ იცის.

გარეტ ბეილმა 2013 წელს, ტოტენჰემი VS ლივერპულის თამაშისას, “თითქმის ყველაფერი შეძლო” - შეაგდო გოლი, გააკეთა ასისტი, გაიტანა ავტოგოლი და მიიღო ყვითელი ბარათი - და ეს ყველაფერი 90 წუთში.

თუკი საქართველოს ნაკრებმა მოახერხა და 2023 წელს, ერთ თვეში მოხსნა ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებისა და წაგების ისტორიული რეკორდები (საქართველო 8-0 ტაილანდი, საქართველო 1-7 ესპანეთი), საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყველაზე დიდ მოგებასა და წაგებას შორის 100 წელიწადზე მეტია სხვაობა.
მე-20 Საუკუნის დასაწყისში, 1908 წელს, საფრანგეთი დანიასთან 17-1 ანგარიშით განადგურდა. ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება კი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციოზე, გიბრალტართან გაიფორმა 14-0.

1982 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში, სასტარტო შემადგენლობებში, ყოველთვის არის მინიმუმ ერთი მოთამაშე მიუნხენის ბაიერნიდან. 2022 წლის მუნდიალის ფინალში ასეთი ფეხბურთელი დაიო უპამეკანო იყო.

Ჰოლანდიურ ბრედას, სინამდვილეში ყველაზე გრძელი სახელი აქვს საფეხბურთო კლუბებს შორის. Როგორც გულშემატკივრებისთვის და მაყურებლებისთვისაა ცნობილი, მათი სახელი აი ასე იწერება N.A.C. Breda, თუმცა, მათი დასახელება, სრულად არის Nooit opgeven altijd doorzetten, Aangenaam door vermaak en nuttig door ontspanning, Combinatie Breda - კი, მართლა საოცრად გძრელი წინადადებაა, მით უმეტეს სახელისათვის, თუმცა ამ ყველაფრის უკან, საკმაოდ უცნაური ისტორია იმალება.
Საქმე იმაშია, რომ 1912 წელს, ორი ჰოლანდიური კლუბი გაერთიანდა - ერთი სახელად NOAD რომელიც აბრევიატურაა წინადადებისა Nooit Opgeven, Altijd Doorzetten (არასოდეს დანებდე, ყოველთვის იყავი შეუპოვარი) და მეორე კლუბი სახელად ADVENDO რომელიც ასევე აბრევიატურა გახლავთ აი ამ წინადადებისა Aangenaam Door Vermaak En Nuttig Door Ontspanning (სასიამოვნოა გასართობად და სასარგებლოა დასვენებისათვის).
და აი ასე, ამ ორი კლუბის მესვეურებმა, გაერთიანების შემდეგ, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს სახელზე, ადგნენ და უბრალოდ ეს წინადადებები მიუერთეს ერთმანეთს. Სიმბოლიკაზე კი შემცირებული აბრევიატურა შემოიტანეს N.A.C - სადაც C იშიფრება როგორც Combinatie (შეერთება). იმაზე კი, როგორც დღეს კლუბს ვიცნობთ, გუშემატკივრებმა იზრუნეს და უბრალოდ ქალაქის სახელით მოიხსენიებენ მას - Breda

აი ამ ფაქტის ცოდნა, მართლა არაფერში გამოგადგება, თუმცა მაინც უნდა გითხრათ - ნემანია ვიდიჩი, ერთადერთი მანჩესტერელია (და შეიძლება ერთადერთი ფეხბურთელიც), რომლის გვარიც მთლიანად რომაული ციფრებისაგან შედგება - V-5, I-1, D-500, I-1 და C-100

ისტორიაში პირველი საფეხბურთო მატჩი, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, იყო არც მეტი და არც ნაკლები, არსენალი VS არსენალი. 1937 წელს, BBC-მ გადაწყვიტა რომ ფეხბურთი, შეიძლება ტელევიზიის მაყურებლებისთვისაც საინტერესო ყოფილიყო და ამ სატესტო ტრანსლაციისათვის, 13 სექტემბერს შეირჩა თამაში, სადაც არსენალის ძირითადი გუნდი დუბლებს ეთამაშებოდა.
თამაშს მთელი სამი კამერა იღებდა. Ჯორჯ ალისონმა, რომელიც ორივე გუნდის მწრთვნელი და ასევე BBC-ის რადიოს კომენტატორი იყო, მოთამაშეები სათითაოდ გააცნო მაყურებელს და თამაში დაიწყო... Რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მატჩი არსენალის გამარჯვებით დასრულდა!
ამ ყველაფერმა კი მედიაისტორია დაწერა და საფუძველი დაუდო იმას, რისთვისაც დღეს დიდ ტელევიზორებს ვყიდულობთ და უფრო დიდ ეკრანებზე ვოცნებობთ.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თამაშზე სამხრეთ კორეა VS იტალია, გამარჯვების ოქროს გოლი ან ჯონ-ჰუანმა (Ahn Jung-hwan) გაიტანა და ევროპელები მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დატოვა.
თამაშის მეორე დღესვე, მისი კონტრაქტი Serie A-ს კლუბ პერუჯასთან მოულოდნელად შეწყდა - კლუბის პრეზიდენტმა კი განაცხადა “ფულს არასოდეს გადავუხდი იმ ადამიანს, რომელმაც იტალიური ფეხბურთი დააზარალა”.