სტრასბურგის მთავარმა მწვრთნელმა ლიამ როსენიორმა ჩელსიში შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ბევრი ხმაური და ჭორი დადის და პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა მწვრთნელი ამ ყველაფერში ებმება. ამიტომ ჩემი სამუშაო აქ არის — სტრასბურგში. მე მიყვარს ეს კლუბი, თუმცა ვერაფერს დაგპირდებით.
ფეხბურთელებთან ჩელსის შესახებ ჭორების განხილვის საჭიროება არ არის. მართალია, ამ თემაზე ცოტა ვიხუმრეთ, მაგრამ მთლიანად საქმეზე ვართ კონცენტრირებულები.
ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ კარგი საქმეების კეთება ამ კლუბში და ყურადღება მხოლოდ მუშაობაზე გვქონდეს მიმართული." — აღნიშნა 41 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა.
როსენიორს სტრასბურგამდე ორი წელი ჰალ სიტიში აქვს ნამუშევარი, იქამდე კი დერბიში იყო დროებითი მწვრთნელის თანამდებობაზე.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგს და ჩელსის ერთი მფლობელი ჰყავს.