მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩელსიდან ენცო მარესკას გაშვებაზე ისაუბრა და იტალიელ სპეციალისტს მხარდაჭერა ღიად გამოუთქვა.
„რაც შემიძლია ამ საკითხზე ვთქვა, არის ის, რომ ჩელსიმ დაკარგა წარმოუდგენლად კარგი მწვრთნელი და შესანიშნავი ადამიანი. ეს ჩელსის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, ამიტომ მეტს ვერაფერს დავამატებ.
როგორ გამიმართლა რომ იმ კლუბში ვარ, სადაც პატივს მცემენ. ჩემი კლუბი შესანიშნავია.
ვიქნები თუ არა მომავალ წელსაც სიტის სათავეში? ამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს. ამას მილიარდჯერ ვიმეორებ — ვიცი, დაგღალეთ, ათი წელია აქ ვარ და გპირდებით, რომ ერთ დღეს წავალ, მაგრამ ამ ეტაპზე კონტრაქტი მაქვს, ბედნიერი ვარ, მინდა ჩემს გუნდთან ერთად ბრძოლა გავაგრძელო.
ხელმძღვანელობა პატივს მცემს — მათ ეს გასულ სეზონში დაამტკიცეს, როდესაც სამი თვის განმავლობაში ვერცერთი მატჩი ვერ მოვიგეთ და მიუხედავად ამისა, ისინი ჩემს გვერდით დარჩნენ და მხარი დამიჭირეს." — აღნიშნა პეპმა.
შეგახსენებთ, რომ მარესკა 2022-2023 წლებში სიტიში პეპის ასისტენტად მუშაობდა.