ბაიერნმა სამწვრთნელო შტაბში პეპ გვარდიოლას ყოფილი თანაშემწე, დანიელ ფრედლი დაიმატა. 35 წლის სპეციალისტი მიუნხენურ კლუბს ოფიციალურად შეუერთდა.
ფრედლიმ მანჩესტერ სიტი დატოვა, სადაც 2023 წლიდან მთავარი ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობდა და უშუალოდ პეპ გვარდიოლას შტაბის წევრი იყო. ინგლისურ გრანდში მან მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა როგორც ტაქტიკური, ისე ანალიტიკური მიმართულებით.
ბაიერნში ფრედლი ვენსან კომპანის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს და მთავარი მწვრთნელის ასისტენტის როლს შეასრულებს. კლუბის განცხადებით, მისი გამოცდილება გუნდს დამატებით სიძლიერეს შესძენს.
მიუნხენური კლუბი ახალ წევრს ოფიციალურად უკვე მიესალმა და წარმატებები უსურვა ბაიერნში კარიერის ახალ ეტაპზე.
„კეთილი იყოს შენი ფეხი მიუნხენში, დანიელ." — წერია ბაიერნის შეტყობინებაში.