aPeople-ის ოფისში ნინა დრამამ გაგვანდო თუ რისი გაკეთება სურს საქართველოში და რას ფიქრობს ჩვენს ქვეყანაში ვიზიტზე.
"ჩემი სია თუ რისი გაკეთება მსურს საქართელოში ასეთია: მინდა ცხენით ჯირითი ფაფახით, ქართული ტრადიციული ცეკვის სწავლა და ხინკლის გასინჯვა.
მერაბმა მითხრა, რომ ბევრი ხალხი იქნებოდა, მაგრამ არ წარმომედგინა, რომ ამდენი ადამიანი დაგვხვდებოდა, ეს სიგიჟე იყო. ის სიყვარული, რასაც მერაბი იღებს, საოცარია. იღბლიანი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ.
მერაბის გავლით საქართველოსთან დაკავშირებული ვარ, ქართველი ხალხი ყოველთვის მხარდაჭერასა და სიყვარულს გამოხატავს, აქ ყოფნა კი ჩემთვის ოცნების ასრულებაა და ძალიან ბედნიერი ვარ აქ ჩამოსვლით." - განაცხადა ნინა დრამამ.
P4P რეიტინგზე, UFC საქართველოზე, ო'მალისთან ჩხუბზე - დვალიშვილის პრესკონფერენცია