ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ლივერპულთან ორმატჩიან დუელში გამარჯვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ შერეულ ზონაში მოკლე კომენტარი გააკეთა.
"არა, მნიშვნელობას არ ვანიჭებთ იმას, თუ რომელ მეტოქეს შევხვდებით. უბრალოდ დაველოდოთ, რომელი მათგანი გახდება 1/2 ფინალში ჩვენი მოწინააღმდეგე. ოპონენტის სახელის მიუხედავად, მოვემზადებით მაქსიმალურად საუკეთესოდ, როგორც შეგვიძლია", - თქვა კვარაცხელიამ.
ქართველ ვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 13 საგოლე მოქმედება აქვს - 8 გოლი, 5 ასისტი. მასზე უფრო მეტი საგოლე მოქმედება მხოლოდ კილიან მბაპეს აქვს - 14 გოლი, 1 ასისტი. 13 საგოლე მოქმედება აქვს ხულიან ალვარესსაც - 9 გოლი და 4 ასისტი.
კვარა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ზედიზედ მეორე სეზონში ითამაშებს, მისი პსჟ კი ტურნირის ამ ეტაპზე მიჯრით მესამედ ასპარეზობს - 2024-ში დორტმუნდთან გამოვარდა, 2025-ში არსენალს აჯობა.
პარიზელთა მეტოქე გაირკვევა დღეს, როცა ბაიერნი და რეალ მადრიდი მიუნხენში დაუპირისპირდებიან.
ევროპული კლასიკო ნაწილი 2 და ცალი ფეხით 1/2 ფინალში მყოფი არსენალი