მბაპე და ბელინგემი მანჩესტერში მიემგზავრებიან!
ალვარო არბელოამ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ განაცხადში ორი უმნიშვნელოვანესი სიახლეა.
რეალი მანჩესტერში მიემგზავრება, რათა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა ოფიციალურად გააფორმოს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მათ შორის: ცესტერო, ტიაგო, პალასიოსი და მანუელ ანხელი.
თუმცა, მთავარი სენსაცია ეს არაა: გულშემატკივრებისთვის ყველაზე სასიხარულო ამბავი განაცხადში ორი ვარსკვლავის დაბრუნებაა: ჯუდ ბელინგემი და კილიან მბაპე მწყობრში არიან.
ინგლისელი და ფრანგი შემადგენლობას დაუბრუნდნენ. სავარაუდოდ, ისინი თამაშს სათადარიგო სკამიდან დაიწყებენ, თუმცა მათი გუნდთან ყოფნა რეალისთვის ნამდვილი ჟანგბადის ბალონია. შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა პირველი შეხვედრა 3-0 მოიგეს და ახლა ამ უპირატესობის შენარჩუნებას ეცდებიან.